მთავარი » ახალი ამბები » კორონავირუსი ყველაზე მეტად შიდა ქართლსა და კახეთშია გავრცელებული

კორონავირუსი ყველაზე მეტად შიდა ქართლსა და კახეთშია გავრცელებული

კოვიდ-ინფექციის გავრცელების კუთხით, ყველაზე მძიმე ვითარება შიდა ქართლშია. აქ ყველაზე მაღალი, 16,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ჩატარებულ ტესტებს შორის დადებითი პასუხის პროცენტულ წილს გამოხატავს.

სწორედ დადებითობის მონაცემი აჩვენებს, მოსახლეობის რამდენად დიდი ნაწილია ინფიცირებული კონკრეტულ რეგიონში.

 

მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 14,5%-ია. მას მოსდევს მცხეთა-მთიანეთი 13,5%-ით. შედარებით დაბალ მაჩვენებელს – 8,2%-ს ინარჩუნებს სამცხე-ჯავახეთი.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …