მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყოფარმაცევტული
ინდური ფარმაცევტული წარმოება მსოფლიოში ცნობილია და კონკურენციას უწევს წამყვან კომპანიებს და ბრენდების იძულებულნი არიან, რომ მათი წარმოების ხარისხი აღიარონ.

კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყოფარმაცევტული

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას თავად სააგენო ავრცელებს.
“საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.
მოკვლევას საფუძვლად დაედო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.
კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს და ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ,” – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია ონკოლოგიური მედიკამენტების ნაწილზე ფასების მკვეთრად ზრდის შესახებ, რაც, მათი ვარაუდით, ხელოვნური პროცესია.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …