მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კონკურენციის სააგენტო: ფარმაციის ბაზრის შუალედური მონიტორინგის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები  მზად არის

კონკურენციის სააგენტო: ფარმაციის ბაზრის შუალედური მონიტორინგის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები  მზად არის

ფარმაციის ბაზრის შუალედური მონიტორინგის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მზად არის – ამის შესახებ jandacva.ge-ს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარკვეულ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები.

„პრაქტიკულად, დამუშავებულია საქართვლოს ბაზარზე მოქმედი ყველა ძირითადი მოთამაშის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე მსხვილი კომპანიების მონაცემები. პერიოდი მოიცავს 2016-2020 წლებს. მონიტორინგის შედეგად, შეფასებული იქნება ბაზარზე არსებული ვითარება, კომპანიების პოზიციები ბაზარზე და ბაზრის არსებული სტრუქტურის – ჰოლდინგური სისტემების გავლენა ფასწარმოქმნაზე, შეფასებული იქნება კანონმდებლობა კონკურენციის ჭრილში. ანალიზი გაკეთებულია მედიკამენტების 6 ძირითად მოთხოვნად ჯგუფზე (ჯამში 120 დასახელების მედიკამენტი). გამომდინარე აქედან, წარმოდგენილი იქნება ჩვენი რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ბაზრის ეფექტური რეგულირების მექანიზმებს,“- განაცხადეს სააგენტოში.

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და დააფიქსირა პოზიცია, რომ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ეს საკითხი შესასწავლია და ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება. მისივე ინფორმაციით, მას ჰქონდა საუბარი ამის თაობაზე და მისთვის ცნობილია, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით უკვე დაინტერესებულია.

„გპირდებით, რომ დავაჩქარებთ ამ პროცესს. მზად ვარ პარლამენტარების ჩართულობა უზუნველვყოთ ამ პროცესში, რათა ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის მედიკამენტების ფასები ხელმისაწვდომი იყოს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევას მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაასრულებენ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …