მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » კონფერენცია სახელწოდებით „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – საქართველოს გამოცდილება“ გაიმართება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ხვალ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია სახელწოდებით „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - საქართველოს გამოცდილება“ გაიმართება.

კონფერენცია სახელწოდებით „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – საქართველოს გამოცდილება“ გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ხვალ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”-ში ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია სახელწოდებით „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – საქართველოს გამოცდილება“ გაიმართება.

კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანმო-ს რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დივიზიონის დირექტორი ნედრეტ ემიროგლუ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი საქართველოში ჯულიეტ მორგანი, ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის დირექტორი ჩარლზ გორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას, ასევე გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას. დღესდღეობით, მსოფლიოში, 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100 დაავადებულიდან მხოლოდ ერთი მკურნალობს.

მსოფლიოში დაახლოებით 325 მილიონ ადამიანს აქვს B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევათა 95%-ზე მეტში შესაძლებელია სრულად განკურნება 3-თვიანი მკურნალობის კურსის შედეგად.

2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის სექტორის პირველი გლობალური სტრატეგია, რომლის ამოცანაა 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის, ელიმინაცია. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი სამიზნე კი არის 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ით, ხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება.

2017 წელს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა დააარსა პროგრამა NOhep Visionaries, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოში ელიმინაციის მისაღწევად საჭირო მიდგომების შემუშავების მიზნით. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ წარადგინა საქართველო, როგორც მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის.

„დღეს, ჰეპატიტების მსოფლიო დღეზე, სიხარულით ვადევნებთ თვალს საქართველოს, როგორც NOhep Visionary პროგრამის პირველ წარმომადგენელს ევროპის რეგიონში. სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩემპიონმა ქვეყნებმა განაცხადონ – დიახ, ჩვენ შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მაგალითი და მისი ძლიერი პოლიტიკური ნება შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რათა მათაც განახორციელონ დაუყოვნებელი ქმედებები 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით“, – განაცხადა ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტმა ჩარლზ გორმა.

NOhep Visionaries პროგრამის დაწყება ოფიციალურად ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე, 2017 წლის 1 ნოემბერს გამოცხადდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …