მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კონფერენცია მედიკამენტების ხარისხის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ცენტრში კონფერენცია თემაზე - სამკურნალო საშუალებების ხარისხი: ძირითადი კომპონენტი მკურნალობის ერთიანი ხარისხისათვის გაიმართა.

კონფერენცია მედიკამენტების ხარისხის შესახებ

დაავადებათა კონტროლის ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – სამკურნალო საშუალებების ხარისხი: ძირითადი კომპონენტი მკურნალობის ერთიანი ხარისხისათვის გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ჯანდაცვის სფეროში. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს „წამლის კანონში” და სხვა რეგულაციებში შესწორებების შეტანას, რათა წამლის რეგისტრაცია და ლიცენზირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს და შედეგად მომხმარებლამდე გარანტირებულად მხოლოდ ხარისხიანი და იმავდროულად ხელმისაწვდომი მედიკამენტები მივიდეს.

კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო საკოსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი” (GAHSC) -ის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ეგიდით ჩატარდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები.

„გლობალური ალიანსის” ექსპერტის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეთა შორის დისკუსია გაიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია და დისტრიბუცია; ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება რეგისტრაციის, ლიცენზირების, ფარმაკოზედამხედველობის, GMP-ის, ხარისხის კონტროლისა და სხვა მიმართულებებით. ამ თემებზე მუშაობა აუცილებელია იმისათვის, რათა საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

medportal.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …