მთავარი » ახალი ამბები » ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების მაღალ ფასს მოთამაშეებს შორის დალაგებული ურთიერთობა განაპირობებს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი კობა სუბელიანი საუბრობს იმ გზებზე, რითაც შესაძლოა პაციენტს შეუმცირდეს ჯანდაცვაში გადახდილი თანხა.

ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების მაღალ ფასს მოთამაშეებს შორის დალაგებული ურთიერთობა განაპირობებს

ჯანდაცვის სფეროს წარმატებული რეფორმების მიუხედავად, პაციენტებისთვის კვლავ პრობლემად რჩება მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და მედიკამენტების ფასზე გვესაუბრა კობა სუბელიანი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი:

„ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების მკვეთრი ზრდა რთული საკითხია, რაზეც ბევრი მიმსჯელია და მიკამათია კოლეგებთან. ცალსახად არ შემიძლია ვთქვა, რა განსაზღვრავს წამლის მაღალ ფასებს. ბაზარზე ოთხი თუ ხუთი მოთამაშეა. შესაძლოა, მათ შორის დალაგებული ურთიერთობა და ის ფაქტი, რომ კონკურენციაში არ შედიან ერთმანეთთან, განაპირობებს მკვეთრ ზრდას. კომპეტენტური მოსაზრება არ მაქვს ამ საკითხზე.“

კობა სუბელიანი საუბრობს იმ გზებზე, რითაც შესაძლოა პაციენტს შეუმცირდეს ჯანდაცვაში გადახდილი თანხა:

ვიდრე მედიკამენტებამდე მივალთ, ის მაინც შეიძლება გაკეთდეს, რომ კონკურენციის ფარგლებში,კერძო კლინიკებში მომსახურების ღირებულება შემცირდეს. ეს პოლიტიკა წამლებზე შესაძლოა არ აისახოს, მაგრამ საერთო ჯამში პაციენტის მიერ დახარჯულ თანხას შეამცირებს.

ვიკითხე და როგორც მითხრეს, თუ რამე რეგულაციას დავუქვემდებარებთ ამ ბაზარს, შესაძლოა, ამან კომპანიების ერთდროული გაკოტრება გამოიწვიოს, ანუ კოლაფსი მოხდეს. კონკურენცია რომ დავუშვათ და სხვა მოთამაშეც შემოვიდეს, ამანაც შესაძლოა გააკოტროს კომპანიები, რადგან მინიმალური მოგებაც აღარ ექნებათ და აზრი დაეკარგება მუშაობას. ასეთი მოსაზრება მოვისმინე, თუმცა არ ვიცი, მართლაც ასეათუ არა.“

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …