მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ხურვალეთში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოსახლეობის უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ამბულატორიას ახალშობილის სასწორი გადაეცა

ხურვალეთში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოსახლეობის უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივებს შესაბამისი გამოკვლევები სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ჩაუტარეს. აქციის მიმდინარეობას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო. ის მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო და სოფლის ამბულატორიას ახალშობილის სასწორი გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას “ავერსის კლინიკის” გორის ფილიალის მედიკოსები უწევდნენ. კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტოროლოგი და ოფთალმოლოგი ექიმი-სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო კვლევებს უტარებდნენ და შესაბამის მედიკამენტებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია პერმანენტული ხასიათისაა და მთელ ქვეყანას მოიცავს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …