მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ხელოვნური ინტელექტის გამოყენების 3 მაგალითი სამედიცინო სფეროში

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების 3 მაგალითი სამედიცინო სფეროში

კანის შემოწმების აპლიკაციები

 

კანის შემოწმების აპლიკაციები, შეიძლება ითქვას, შესაძლო A.I. პიონერებია, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს აუმჯობესებენ. არსებობს მრავალი უკვე არსებული პროგრამა, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ. როგორ? თქვენ იღებთ კანის დაზიანების სურათს თქვენი სმარტფონის მეშვეობით და წარუდგენთ მას აპლიკაციას. იგი პირველად შემოწმდება A.I. ალგორითმის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფად შეფასებას – არის თუ არა იგი ავთვისებიანი, რასაც მოჰყვება დერმატოლოგის დასკვნითი დიაგნოზი.

ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც ტრადიციულად მუდმივად განიცდის ჯანდაცვის მუშახელის დეფიციტს. შესაბამისად, მსგავსი აპლიკაციები ძალიან მოსახერხებელია როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის.

 

ვოკალური ბიომარკერები

ვოკალური ბიომარკერები არის სამედიცინო ნიშნები, რომლებიც თქვენი ხმის მახასიათებლებისგან დგინდება. თქვენი ხმის მახასიათებლები – ან, როგორც მედიცინა მათ ახასიათებს, ვოკალურ ბიომარკერებს ბევრი რამის გამოვლენა შეუძლიათ იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენი ჯანმრთელობა და რაიმე დაავადება ხომ არ გჭირთ.

ვოკალური ბიომარკერების სფერო სტაბილურად ვითარდება. მისი მეშვეობით უკვე შესაძლებელია ადრეული ალცჰეიმერის გამოვლენა. შესაბამისად, პაციენტები ადრეულ ეტაპზევე იგებენ დააავადების არსებობას და რელევანტურ მკურნალობას დროულად გადიან.

ხველის/სუნთქვის ნიმუშის ანალიზი

ვოკალური ბიომარკერების მსგავსად, ხველის და სუნთქვის ნიმუშის ანალიზი ემყარება ხველის/სუნთქვის აუდიო შაბლონებს, რომლებიც ასევე უზრუნველყოფს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას ინფექციების ან ქრონიკული დაავადებების გამოვლენის მიზნით.

მსგავსი ინიციატივები მიზნად ისახავს დისტანციურ ანალიზს მობილური აპლიკაციების საშუალებით, აფასებს პაციენტების ხველისა და/ან სუნთქვის ნიმუშებს.  ხველის/სუნთქვის დისტანციური ანალიზი კიდევ უფრო აქტუალურია იმ პანდემიურ პერიოდში, რომელშიც ახლა გვიწევს ცხოვრება.

წინ კიდევ ბევრი რამაა..

 

ეს სამი მაგალითი მხოლოდ აისბერგის წვერია, არსებობს უკვე არსებული ტექნოლოგიები, მაგალითად: ჭკვიანი სტეტოსკოპები, A.I-ზე დაფუძნებული ულტრაბგერები, სეფსისის გამოვლენის პროგრამები და ა.შ.

 

EKIMO.GE-ს მასალები

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …