მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ხელისუფლებასა და უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები შეწყდა
განსხვავებით ცე ჰეპატიტის პროგრამისგან, როდესაც ჩვენ ცალსახა მოლაპარაკებები გვქონდა კონკრეტულ კომპანიასთან, ახლა ეს მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს,

ხელისუფლებასა და უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები შეწყდა

ქართულ ბაზარზე შემოსვლის მიზნით კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „კომერსანტის“ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა უცხოური კომპანიების ქართულ შემოსვლის პროცესი. ამაზე დავით სერგეენკოს პასუხი ასეთია: 

„განსხვავებით ცე ჰეპატიტის პროგრამისგან, როდესაც ჩვენ ცალსახა მოლაპარაკებები გვქონდა კონკრეტულ კომპანიასთან, ახლა ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიებთან არ მიმდინარეობს, რადგანაც ახლა იცვლება ზოგადად პოლიტიკა მედიკამენტების მართვის რეგულაციების და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით, რომლის ამოცანაა გამჭვირვალე კონკურენტუნარიანი ფარმაკოლოგიური ბაზრის უზრუნველყოფა და არა რომელიმე კონკრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკებები.“

გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ავსტრიაში დარეგისტრირებული კომპანია შემოდის, რომელიც ჯენერიკ მედიკამენტების რეალიზაციაზეა ორიენტირებული.

ქართული ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ ახალ კომპანიას ხელისუფლება ლობირებს, რადგან თუ მედიკამენტის დარეგისტრირებას ჩვეულებრივ 3-5 თვე სჭირდება, ეს კომპანია დაჩქარებულად, მაქსიმუმ 2 თვეში ახერხებს რეგისტრაციის მიღებას.

ბაზარზე კონკურენციის გაზრდისა და ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლის აუცილებლობაზე მთავრობა 2013 წლიდან საუბრობს.

ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში სერგეენკომ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ  ქართულ ბაზარზე  შემოსვლის მიზნით მოლაპარაკება 5 უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან მიმდინარეობდა.

რამდენიმე თვით ადრე კი ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა დააანონსა. მისი განცხადებით, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა მისი ძველი ნაცნობები არიან და მათთან უკვე ჰქონდა საუბარი, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ მაქსიმალურად მოხდეს მედიკამენტებზე ფასების დაწევა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …