მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟას
ქვეყანაში ჯერ კიდევ აუცილებელია გარკვეულ სფეროებში ხელისუფლების ჩარეევა, კონკრეტულ სფეროში კი საჭიროა გადაიხედოს ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა.

ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟას

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებას, წამლის ხარისხის მნიშვნელობასა და ბოლო დროს მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებს გამოეხმაურა და  აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ აუცილებელია გარკვეულ სფეროებში ხელისუფლების რაღაც დოზით ჩარეევა,  კონკრეტულ სფეროში კი საჭიროა გადაიხედოს ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა. 

„წამლის ხარისხი რომ ეჭვქვეშ არ უნდა იდგეს, ამას ვფიქრობ, კითხვაც არ უნდა. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მხოლოდ უცნობი ექიმები უწერენ პაციენტებს ქართული წარმოების მედიკამენტებს. ნაცნობები ყოველთვის ურჩევენ პაციენტებს, რომ მიიღონ საზღვარგარეთ წარმოებული პრეპარატები.

პირდაპირ გეუბნებიან, რომ ქართული წამლების უმეტესობა ფალსიფიცირებულია. აუცილებელია არსებობდეს ერთი ნორმალური წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც  იქნება  ხარისხის გარანტი მოსახლეობისთვის.

პირადად მე არ ვარ მედიკამენტების ხშირი მომხმარებელი, თუმცა რაც გარშემო მესის, ფასები მართლაც ძალიან მაღალია. არ ვიცი ეს ფასები რამდენად შეესაბამება რელობას იმ თალსაზრისით, თუ რამხელა მოგების მარჟა აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს. თუმცა,  იმ დროს, როცა სოციალური და ეკონომიკური ფონი ქვეყანაში ძალიან მძიმეა, ამ მარჟის გადახედვა უნდა მოხდეს“, – აცხადებს ლაგაზიძე.

„გარკვეულწილად ბიზნესის წარმომადგენელი ვარ და ვიცი რამდენად მძიმეა ბიზნესისთვის სახელმწიფო რეგულაციების შემოღება. ისიც ვიცი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ველური კაპიტალიზმის პირობებში ვიმყოფებით და რაღაც კუთხით ხელისუფლების ჩარევა, ხშირ შემთხვევაში , აუცილებელი ხდება.

ამიტომ, სხვა პროდუქტებთან შედარებით ეს შეუსაბამო ზრდა მედიკამენტების ფასებისა, ვფიქრობ არ არის ნორმალური. დაახლოებით 10–ჯერ მეტად იზრდება ხოლმე ფასები. ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟას და შემდეგ იზრუნოს საჭიროა თუ არა გარკვეული რეგულაციების დაწესება“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …