მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ხელფასი 2 ათას ლარამდე – პარამედიკოსთა მომზადების უფასო კურსზე მიღება გამოცხადდა

ხელფასი 2 ათას ლარამდე – პარამედიკოსთა მომზადების უფასო კურსზე მიღება გამოცხადდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო სატრენინგო ცენტრი, პარამედიკოსთა მომზადების უფასო კურსზე მიღებას აცხადებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტი (ფაკულტეტები: მედიცინის, სამკურნალო, პედიატრია).
კურსი აროს 4-თვიანი. აქედან 1,5 თეორიულ, ხოლო 2,5 პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.
პარამედიკოსები გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადების სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალებში მინიმუმ 3 წლის ვადით დასაქმდებიან.
პარამედიკოსის სახელფასო ანაზღაურება 24 სთ – 249 ლარი, თვეში – 1989 ლარი ( 8 მორიგეობა) შეადგენს.
პროგრამაში ჩართვის მსურველები განაცხადის შესავსებად უნდა მივიდნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კანცელარიაში.
მისამართი : წერეთლის N121.
📞ტელ 591 123 123
რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი
ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი (სავალდებულო არ არის)
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების
სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი
 პირადობის მოწმობის ასლი;
5) რეზიუმე (CV)
 ორი ფოტოსურათი (3/4)
ნასამართლობის შესახებ ცნობა (დედანი).

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …