მთავარი » სოციალური » შრომა » კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი კერძო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს შეხვდა.

კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი კერძო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გაცნობას. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, განვითარების სამომავლო გეგემები გააცნო და მათ აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ სამინისტრო გააგრძელებს თანამშრომლობას სოციალურ პარტნიორებთან, რადგან მათი ხედვები და ჩართულობა პირდაპირ კავშირშია შრომით-სამართლებრივ საკითხებთან. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები და მიდგომები წარმოადგინეს, მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ სახელმწიფო სექტორთან შრომის ინსპექციის შემდგომი განვითარების კუთხით.

შეხვედრა კერძო სექტორის ინიციატივით გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მათთან თანამშრომლობას. აღნიშნული პროცესი ერთიანი ეფექტური სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …