მთავარი » დაზღვევა » კერძო სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებს  პისიარ ტესტირების ღირებულებას არ აუნაზღაურებენ

კერძო სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებს  პისიარ ტესტირების ღირებულებას არ აუნაზღაურებენ

სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებს პისიარ-ტესტირების საფასურს არ აუნაზღაურებენ. პისიარ, ისევე როგოც სწრაფი ტესტირება სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, 1 მარტიდან კი, რაც სახელმწიფომ პისიარ-ტესტირებების დაფინანსება შეწყვიტა (გარკვეული გამონაკლისების გარდა), ლაბორატორიებში პისიარ-ტესტირების ჩატარების მსურველს თანხის გადახდა თავად მოუწევს.

როგორც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განმარტავენ, პისიარ-ტესრირება ამბულატორიული მომსახურების ნაწილს არ წარმოადგენს, ეს პროცედურა მთლიანად სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და მას სახელმწიფო აფინანსებდა, ამიტომ 1 მარტიდან მისი გაკეთება მსურველებს მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეუძლიათ. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო აგრძელებს სწრაფი ტესტირების დაფინანსებას და მოქალაქეებს შეუძლიათ მისი უფასოდ გაკეთება, თუმცა – მხოლოდ სიმპტომების შემთხვევაში. ასევე სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, სწრაფი ტესტის გაკეთებიდან 72 საათში, განმეორებითი სწრაფი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობაც აქვთ, რომელსაც ასევე სახელმწიფო დააფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობის გამო, 1 მარტიდან სახელმწიფო პისიარ-ტესტირებას აღარ აფინანსებს. PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში

გამოსაყენებლად.

რაც შეეხება საკითხს, როგორ წარიმართება მკურნალობა იმ შემთხვევაში თუ სწრაფი ტესტით პაციენტს არ უდასტურდება კოვიდინფექცია და მას ჰოსპიტალიზაცია ესაჭროება, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, ნებისმიერი სტაციონარი ვალდებულია, თუ ადამიანი იქ მოხვდება, ჩაუტაროს ყველა აუცილებელი გამოკვლევა, მათ შორის პისიარ ტესტირება.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …