“კავკასიის მედიცინის ცენტრში” 26 – 27 აგვისტოს უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ:
რადიაციული ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი – კრისტინა კილი
კლინიკური ონკოლოგი – ივანე კილაძე
რადიაციული ონკოლოგი – ეთერ ნათელაური
კრისტინა კილი – ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ასოცირებული პროფესორია, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ამჟამინდელი საქმიანობა ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის რადიაციულ განყოფილებას უკავშირდება. ის გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების რადიაციული ონკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს წევრი და ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ორგანიზაციაში (NCCN) რადიაციული მიმართულების კონსულტანტი.
კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ რთულ კლინიკურ შემთხვევებს ონკოლოგები კონსილიუმის ფორმატში განიხილავენ
“კავკასიის მედიცინის ცენტრი” | თბილისი, პ. ქავთარაძის 23 ვიზიტის დასაჯავშნად: 032 2 600 600