მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კაროლინ მასკრე: წამლის რეგისტრაცია და ლიცენზირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს
კაროლინ მასკრეს განცხადებით, საუბარია მედიკამენტებში აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე, სხვა ასევე უშუალო ინსტრუმენტებზე

კაროლინ მასკრე: წამლის რეგისტრაცია და ლიცენზირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს

„გლობალური ალიანსის“ ექსპერტმა, პროფესორმა კაროლინ მასკრემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იქნება სათანადო ნება ქვეყნის მთავრობის მხრიდან, ევრორეგულაციებთან შესაბამისი პროცედურების დანერგვა, რამაც ჯანდაცვის ხარისხი, მათ შორის, მედიკამენტების ხარისხი უნდა უზრუნველყოს, არც საქართველოში იქნება რთული.

მასკრემ ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა ეროვნულ ცენტრში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ფარმა–რეგულაციების საკითხს მიეძღვნა.

კონფერენციაზე, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ასევე NCDC–ის, „გლობალური ალიანსის“, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფილური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორმა მასკრემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც ყურადღება გამახვილებული იყო იმ ინსტრუმენტებზე, რაც საქართველოს დაეხმარება წამლის ხარისხის კონტროლის ამაღლებასა და ფალსიფიცირების თავიდან აცილებაში.

კაროლინ მასკრეს განცხადებით, საუბარია მედიკამენტებში აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე, სხვა ასევე უშუალო ინსტრუმენტებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია შემოწმდეს, რამდენად სწორად არის ნაწარმოები ესა თუ ის მედიკამენტი და არის თუ არა ის ფალსიფიცირებული.

„გლობალური ალიანსის“ ექსპერტი, პროფესორი კაროლინ მასკრე არის ჯანდაცვის ეკონომიკისა და ფარმაცევტული სამართლის პროფესორი პარიზის „საკლაის“ უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკისა და ფარმაცევტული სამართლის ფაკულტეტზე; პიროვნებათა დაცვის კომიტეტის (ეთიკის კომიტეტი) წევრი სენტ ლუის ჰოსპიტალში; საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი სამმართველოს იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ამჯამად, არის საფრანგეთის წამლის სააგენტოს რამდენიმე კომისიის წევრი (სარეკლამო და თვითმკურნალობის კომისიები).

bfm.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …