მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » კამპანიის „განიკურნე!“ ფარგლებში თბილისი მოლში C ჰეპატიტის სკრინინგი ტარდება
თბილისი მოლში“ C ჰეპატიტზე სკრინინგი ტარდება. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო.

კამპანიის „განიკურნე!“ ფარგლებში თბილისი მოლში C ჰეპატიტის სკრინინგი ტარდება

კამპანიის „განიკურნე!“ ფარგლებში, “თბილისი მოლში“ C ჰეპატიტზე სკრინინგი ტარდება. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, სწრაფი მარტივი ტესტის საშუალებით, სკრინინგს მთელი დღის განმავლობაში გააკეთებენ და მიღებულ ინფორმაციას ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში განათავსებენ.

”#განიკურნე – ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ქვეყანაში 150 000 (18 წელს ზემოთ) ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, მათმა უმრავლესობამ კი, არ იცის, რომ ვირუსი მატარებელია. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა”-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …