მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კახა ოქრიაშვილი: ფარმაცევტულ კომპანიებს გაკოტრება ემუქრება
ბაზრის სხვა მოთამაშეების გაკოტრება არ არის გამორიცხული, PSP -ში კრიზის-მენეჯმენტის გეგმა მუშავდება, მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნების მიზნით.

კახა ოქრიაშვილი: ფარმაცევტულ კომპანიებს გაკოტრება ემუქრება

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, კომპანიების გაკოტრების საფრთხეებზე და რთული მდგომარეობიდან ოპტიმალურ გამოსავალზე, GBC-სთან, PSP-ს დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ისაუბრა.

ოქრიაშვილის თქმით, ბაზრის სხვა მოთამაშეების გაკოტრებაც არ არის გამორიცხული.მისი განცხადებით, PSP -ში ამ დროისთვის კრიზის-მენეჯმენტის გეგმა მუშავდება, მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნების მიზნით.

ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეს ევროს არც ისე მკვეთრი გაუფასურება შველის, რადგანაც ძირითადად მედიკამენტები ევროზონიდან შემოდის.მისივე განცახდებით, PSP-ის დივერისფიკაციის გეგმა ძირითადი მოხმარების მედიკამენტების არაბრენდირებული პრეპარატებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რომელთა ქიმიური მოქმედება ძვირი წამლის იდენტურია.

ოქრიაშვილის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს შედარებით ნაკლებად ცნობილი განვითარებადი კომპანიების 100-150 დასახელების მედიკამენტის შემოტანაზე, ცალსახად ევროზონიდან.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …