მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კადრები ფსიქოტროპულ აფთიაქებში აღმოჩენილი კანონდარღვევის ფაქტებზე
მონიტორინგი განხორციელდება 24/7 რეჟიმში და გამოავლენს სამართალდამრღვევ აფთიაქებს.კადრები ფსიქოტროპულ აფთიაქებში აღმოჩენილი კანონდარღვევის ფაქტებზე.

კადრები ფსიქოტროპულ აფთიაქებში აღმოჩენილი კანონდარღვევის ფაქტებზე

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფსიქოტროპული აფთიაქების გამკაცრებულ მონიტორინგს იწყებს.

მონიტორინგი განხორციელდება 24/7 რეჟიმში და გამოავლენს სამართალდამრღვევ აფთიაქებს, რომლებზეც ახალი სადამსჯელო რეგულაციები გატარდება. მონიტორინგის დაწყებისთანავე გამოვლინდა აფთიაქები, რომლებიც რეცეპტის გარეშე გასცემდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. აღნიშნულის გარდა აფთიაქებში სხვა სახის სამართალდარღვევებიც დაფიქსირდა.

აღნიშნულ აფთიაქებში სამართალდარვევის ფაქტი მეორედ დაფიქსირდა, რის გამოც ადმინისტრაციული სახდელი განისაზღვრა 12000 ლარის ოდენობით, ნაცლად 6000 ლარისა. ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 და ოპერატორს აცნობონ მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური გავა მისამართზე და გაატარებს საჭირო ღონისძიებებს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …