ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფსიქოტროპული აფთიაქების გამკაცრებულ მონიტორინგს იწყებს.
მონიტორინგი განხორციელდება 24/7 რეჟიმში და გამოავლენს სამართალდამრღვევ აფთიაქებს, რომლებზეც ახალი სადამსჯელო რეგულაციები გატარდება. მონიტორინგის დაწყებისთანავე გამოვლინდა აფთიაქები, რომლებიც რეცეპტის გარეშე გასცემდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. აღნიშნულის გარდა აფთიაქებში სხვა სახის სამართალდარღვევებიც დაფიქსირდა.
აღნიშნულ აფთიაქებში სამართალდარვევის ფაქტი მეორედ დაფიქსირდა, რის გამოც ადმინისტრაციული სახდელი განისაზღვრა 12000 ლარის ოდენობით, ნაცლად 6000 ლარისა. ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 და ოპერატორს აცნობონ მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური გავა მისამართზე და გაატარებს საჭირო ღონისძიებებს.