მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ჯიპისიმ“ ნერწყვის ნიმუშზე დაფუძნებული სწრაფი კოვიდ-ტესტების გაყიდვა დაიწყო

„ჯიპისიმ“ ნერწყვის ნიმუშზე დაფუძნებული სწრაფი კოვიდ-ტესტების გაყიდვა დაიწყო

სააფთიაქო ქსელ „ჯიპისიში“ ნერწყვის ნიმუშზე დაფუძნებული კოვიდ-ტესტების გაყიდვა დაიწყო.  როგორც jandacva.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, COVID-19-ის ანტიგენ სწრაფი ტესტი ბრიტანული წარმოებისაა, სრულიად ახალი ტექნოლოგიითაა შემუშავებული და ნერწვის ნიმუშით კეთდება.

ტესტის გაკეთების ინსტრუქცია ასეთია: ტესტის აღებამდე 10 წუთით უნდა მოერიდოთ ჭამას, დალევას და მოწევას
შედეგი 10-15 წუთში ჩნდება.

ტესტის მგრძნობელობა თითქმის 98%-ია.

როგორც „ჯიპისიში“ ამბობენ, ეს პროდუქტი ექსკლუზიურად მხოლოდ მათ ქსელში იყიდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტესტი მოსახმარად ადვილია და კომფორტს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც რიგების გარეშე, ასევე მოგზაურობის პერიოდში, როცა ტესტის სამედიცინო დაწესებულებაში გაკეთების შესაძლებლობა არ არის, გადაამოწმონ, არიან თუ არა კოვიდინფიცირებულები. პროდუქტში ორი ტესტი შედის და ფასი 50 ლარია.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …