„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, მომსახურებებს შესაძლოა თმის ანალიზი დაემატოს, რისთვისაც სპეციალური აპარატურის შეძენა იგეგმება.
მათივე თქმით, ჯპს ლაბს, რომელიც უკვე ორი წელია არსებობს, ახალი ფეიჯი აქვს, რამაც მომხმარებლებს შორის მისი ცნობადობა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.
ჯპს ლაბი — ესაა ჯპს აფთიაქებში მოწყობილი თანამედროვე ლაბორატორიული სივრცე, სადაც ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება კომფორტულადაა შესაძლებელი.
სერვისის უპირატესობა ისაა, რომ ლაბი ჯპს აფთიაქის თბილისის ყველა უბანში მდებარეობს, გამოკვლევებს რიგში დგომა და წინასწარ ჩაწერა საჭირო არ არის.
ანალიზების პასუხებს მომხმარებელი ძირითად გამოკვლევებზე 24 საათის განმავლობაში, ელექტრონულ ფოსტაზე იღებს.
ანალიზები ამიერკავკასიის ყველაზე დიდ და მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში იგზავნება. ამასთან, შესაძლებელია ოჯახის ექიმის უფასო სატელეფონო კონსულტაციით სარგებლობა ანალიზების პასუხის მიღების შემდეგ.
ამ ეტაპზე „ჯიპისი ლაბში“ -30% ფასდაკლება მოქმედებს ყველა გამოკვლევაზე. გარდა ამისა, ორი გამოკვლევის ჩატარების შემთხვევაში, ნებისმიერი მესამე სრულად უფასოა.
ლაბში ტარდება რუტინული ანალიზები: გლუკოზის განსაზღვრა, კრეატინინის განსაზღვრა, რევმატოიდული სინჯები, A (H1N1) და B ტიპის გრიპის ანტიგენების განსაზღვრა ( სწრაფი ტესტი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ალერგიული ანალიზები, CoV-2-ის მიმართ IgG ანტისხეულების (თვისობრივი და რაოდენობრივი) განსაზღვრა, აცრის შემდგომი ანტისხეულების განსაზღვრა და სხვა.
მოქმედებს როგორც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო პაკეტების პირობები.
ლაბი თბილისის ყველა უბანში, ჯიპისი აფთიაქის 14 ფილიალში მოქმედებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მსგავსი კონცეფციის ლაბი ქართულ ბაზარზე მხოლოდ მათ აქვთ.