თბილისი (GBC) – დაზღვევას ახალი მისამართი აქვს – www.mygpi.ge – აცხადებს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, რომელიც საქართველოში პირველია, ვინც საკუთარ მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ პორტალს სთავაზობს.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ახალ ვებგვერდზე და ისარგებლონ გამარტივებული მომსახურებით. www.mygpi.ge-ზე შესაძლებელია ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის შეძენა და სტიქიისგან დაზღვევის პოლისის საჩუქრად მიღება.
ასევე,მოქმედი პოლისების შესახებ სრული ინფორმაციის გადამოწმება, დაზღვევის ღირებულების გამოთვლა და ავტომატური გადახდის სერვისით სარგებლობა.ამასთან, 29 თებერვლამდე ვებგვერდზე არსებული ყველა პოლისი 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
„ჩვენ როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ჩვენი მომხმარებლის კომფორტზე და ყოველთვის ვზრუნავთ, რომ სადაზღვევო მომსახურება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ონლაინ ოფისი საქმიანი, პროგრესული ადამიანებისთვის შევქმენით, დღეიდან, დაზღვევის სხვადასხვა პაკეტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.გვიხარია, რომ www.mygpi.ge არის დაზღვევის პირველი ონლაინ მისამართი საქართველოში.“- აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.