მთავარი » სოციალური » შრომა » ჯიპიაი ჰოლდინგი თბილისის დასაქმების ფორუმს მართავს
ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმის კვირეული გრძელდება, კომპანიამ 300 სამუშაო ადგილი შესთავაზა www.worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს.

ჯიპიაი ჰოლდინგი თბილისის დასაქმების ფორუმს მართავს

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმის კვირეული გრძელდება, კომპანიამ 300 სამუშაო ადგილი შესთავაზა დასაქმების საინფორმაციო სისტემა www.worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს.

სამუშაოს მაძიებლებს საშუალება მიეცათ დამსაქმებელთან გაევლოთ გასაუბრება, გაეცნენ საცალო გაყიდვების სპეციალისტის სამუშაოს და მოისმინეს რეალური ისტორიები სამუშაოს მაძიებლების პერსპექტივებსა და წარმატების მიღწევის რეალური შანსების შესახებ.

გასაუბრებას ფორუმზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ 40 წარმომადგენელი დაესწრო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ჩართული იყო ფორუმის ორგანიზებაში და უზრუნველყო სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევა და შერჩეული კანდიდატების დასაქმების ფორუმზე მიყვანა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე. დასაქმების ფორუმი 24 თებერვლამდე გაგრძელდება. კომპანია დასაქმების მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს და პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

სადაზღვევო კომპანია პროექტის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და მუდმივად მზარდია, გაყიდვების სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე.

20-22 თებერვალს ფორუმები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც 2000 – მდე სამუშაოს მაძიებელმა გაიარა გასაუბრება.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების კვირეული 25 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, თბილისის დასაქმების ფორუმით დასრულდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …