მთავარი » დაზღვევა » ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი 8%-ით გაიზარდა
ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი 25 900 000 ლარია, ამ მიმართულებით კომპანიას ბაზრის 18% უკავია.

ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი 8%-ით გაიზარდა

21 ნოემბერი: სადაზღვევო ბაზარზე სამი კვარტლის შედეგებით, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით  ჯიპიაი ჰოლდინგი ლიდერობს. კომპანიას ინდივიდუალური დაზღვევის ბაზრის 47% უკავია.

ინდივიდუალური დაზღვევის მნიშვნელოვან ნაწილს პოლისი „მედიქეარი“ შეადგენს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი. პროდუქტი აუმჯობესებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ დაფარვებს დამატებითი სამედიცინო მომსახურებითა და ანაზღაურების ლიმიტებით.

„მედიქეარი“ ფარავს ისეთი მომსახურებებს, რომელსაც არ ითვალისწინებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა –  კერძოდ, პოლისით „მედიქეარი“ ფინანსდება მედიკამენტების, მაღალტექნოლოგიური კვლევების, სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯები.

2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ქართული სადაზღვევო ბაზრის 47%-ს ჯანმრთელობის დაზღვევა იკავებს. 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია 13%-ით გაიზარდა და 141 154 000 ლარს შეადგენს.

ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი 25 900 000 ლარია, ამ მიმართულებით კომპანიას ბაზრის 18% უკავია. შარშანდელთან შედარებით ჯიპიაის მოზიდული პრემია ჯანმრთელობის დაზღვევაში 8%-ით გაიზარდა. სადაზღვევო კომპაანიის ანაზღაურებული ზარალი კი 16 500 000 ლარს შეადგენს.

წელს ჯიპიაიმ მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა ანაზღაურების მიმართულებით. კომპანიამ პირველად საქართველოში, ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების ონლაინ პლატფორმა წარმოადგინა. აპლიკაციის და დაზღვევის პორტალის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურება ონლაინ, 1 სამუშაო დღეში მიიღონ. სერვისით ასობით დაზღვეული სარგებლობს.

for.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …