მთავარი » დაზღვევა » ჯიპიაი ჰოლდინგი ეკოკამპანიას აგრძელებს
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოკამპანიას აგრძელებს. დააზღვიე ავტომობილი და დარგე ხე! – სადაზღვევო კომპანიამ საზაფხულო ავტოაქცია დაიწყო.

ჯიპიაი ჰოლდინგი ეკოკამპანიას აგრძელებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოკამპანიას აგრძელებს. დააზღვიე ავტომობილი და დარგე ხე! – სადაზღვევო კომპანიამ საზაფხულო ავტოაქცია დაიწყო.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონე კრიტიკულ ზღვარს ცდება, რაც უამრავ დაავადებას იწვევს. სტატისტიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მთავარი გამომწვევი მიზეზი ავტომობილის გამონაბოლქვია. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოკამპანიას აგრძელებს და ეკოისტები ამჯერად ხეების დასარგავად ერთიანდებიან.

სადაზღვევო კომპანიის საზაფხულო ავტოაქციის ფარგლებში თითოეული დაზღვეული ავტომობილის სახელით ერთი ხე, ბორჯომის ხეობაში კავკასიური ფიჭვი, აჯამეთის ტერიტორიაზე კი ქართული მუხა, დაირგვება. (დეტალური ინფორმაცია ხეების შესახებ იხ. ვებ გვერდზე www.treepex.com).

ეკოკამპანიის წახალისების მიზნით, აქციის პერიოდში დაზღვეული ავტომობილების მფლობელები სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებენ სპეციალურ შეღავათიან ტარიფს 2,5%-დან და საჩუქრად ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა ქსელში.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი:

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე მეორე წელია ეკოლოგიაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აქტიურად საუბრობს. ჰაერის დაბინძურების 71%-ის გამომწვევი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია. შარშანდელი ჩვენი აქციის მთავარი მიზანი ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი ავტომობილების წახალისება იყო, ამჯერად გადავწყვიტეთ ერთგვარი გამოსავალი შევთავაზოთ ავტომფლობელებს, სპეციალური საიტი www.ecoist.geდაგითვლით რამდენი ხე უნდა დარგოთ იმისთვის რომ თქვენი ავტომობილის გამონაბოლქვი დააბალანსოთ. თითოეული დაზღვეულის სახელზე კი ერთ ხეს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დარგავს.“ 

გელა კვაშილავა, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე:

„ჰაერის დაბინძურებასაქართველოში ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საზოგადოების ჯანმრთელობისთვის. კვლევებმა აჩვენა,რომ თბილისში ჰაერის დაბინძურება არის სისხლძარღვებისა და ქრონიკული დაავადებების ერთერთი უმთავრესიმიზეზი. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი კი საგზაო მოძრაობაა. შესაბამისად ეკოლოგიაზე ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნიშნავს. ასეთ პრობლემურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება კერძო კომპანიებისგან ძალიან მნიშვნელოვანია, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე მეორე წელია ეკოკამპანიაშია ჩართული და საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე ცდილობს საზოგადოების ყურადღება ამ პრობლემისკენ მიმართოს, რაც ნამდვილად დასაფასებელია.“ 

ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე:

„უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ „ჯიპიაი ჰოლდინგთან“, რადგან ჩვენი აზრით, საჭიროა საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული და მოტივირებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეკოისტების მოძრაობამ შარშან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო, ახლა კი უკვე გამოსავალსაც სთავაზობენ ავტომფლობელებს. ასეთი კამპანიები აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, მანამდე კი თითოეული დარგული ხე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“ 

დააზღვიე ავტომობილი და დარგე ხე! – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზაფხულო აქცია 2016 წლის 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

***

კამპანიას „ნუ იქნები ეკოისტი – გახდი ეკოისტი“ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მეორე წელია ანხორციელებს. ეწვიეთ საიტსwww.ecoist.ge და ნახეთ რამდენი ხე უნდა დარგოთ იმისთვის რომ თქვენი ავტომობილის მიერ ბუნებისთვის მიყენებული ზიანი დააბალანსოთ.

ghn.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …