ჯიემპის საწარმო საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ემზადება. როგორც ჯიემპის გენერალური დირექტორი “ბიზნესკონტაქტთან” აცხადებს, იმისთვის, რომ ქართული მედიკამენტები ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს გასავლელია გარკვეული იურიდიული პროცედურები.
გიორგი ანთაძის თქმით, ქართული მედიკამენტის ევროპულ ბაზარზე რეგისტრაციამდე იქაურმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ადგილზე წარმოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა უნდა შეამოწმოს. კომპანია ვარაუდობს, რომ ქართული მედიკამენტები ევროკავშირის ბაზარზე წელიწადნახევარში გამოვა.