მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » “ჯი-ემ-პი“-მ კიდევ ერთხელ წარადგინა საქართველო ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPHI – ზე
ბარსელონაში ფარმაცევტული გამოფენა CPHI გაიხსნა, რომელზეც მეორედ, ჯი-ემ-პი-მ წარადგინა საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.

“ჯი-ემ-პი“-მ კიდევ ერთხელ წარადგინა საქართველო ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPHI – ზე

4 ოქტომბერს ქ. ბარსელონაში მორიგი ყოველწლიური საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI გაიხსნა, რომელზეც უკვე მეორედ,  “ჯი-ემ-პი”-მ წარადგინა საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.

CPHI მსოფლიო მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნებიდან, წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 2500 კომპანია 150 ქვეყნიდან, გამოფენას უკვე დაესწრო 30 000-ზე მეტი ვიზიტორი.

ამ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა  წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტული სფეროს პოპულარიზაციისკენ.  მსოფლიოს სხვადსხვა წამყვანი კომპანიების გვერდით ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი“თავისი პროდუქცია წარადგინა და წელსაც ვიზიტორთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაიდო ახალი შეთანხმებები წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან.

„წინა წლების შედეგებმა გვაჩვენა, რომ გამოფენაზე მიღწეული შეთანხმებები მყარ საფუძველს წარმოადგენს “ჯი-ემ-პი”-ს პროდუქციის სხვადსხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანისა და დანერგვისთვის. მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია “ჯი-ემ-პი”-ს ლოკალურიდან გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბებაში“- აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში.

ghn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …