მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკი საუკეთესო ალტერნატივაა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისათვის
სადაც ამდენი სოციალურად დაუცველი და დაბალი შემოსავლის ადამიანი ცხოვრობს, მნიშვნელოვანია იყოს ალტერნატივა დაბალფასიანი, თუმცა ხარისხიანი ჯენერიკების სახით.

ჯენერიკი საუკეთესო ალტერნატივაა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისათვის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სფეროსთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ასახელებს.

„რადგან ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო პოლიტიკაა და ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნაში სახელმწიფო ვერ ერევა, გამოსავალი შესაძლოა იყოს კონკურენციის გაზრდა და ბაზარზე მაღალი ხარისხის ჯენერიკი მედიკამენტების შემოტანა,“ – განმარტავენ სამინისტროში.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე ,,ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა, რომელიც პირველ ეტაპზე პირველადი მოხმარების ჯენერიკულ მედიკამენტებს გაყიდის. რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი, რა იციან ჯენერიკებისა და ახალი მოთამაშის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარეს, ქეთევან ხიდაშელს ვესაუბრეთ:

,,ცოტა ხნის წინ ექიმის რეკომენდაციით შევიძინე არა ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები, არამედ საზღვარგარეთ დამზადებული. თავად ექიმმა მითხრა, რომ ადგილობრივ წამლებს არ აქვს ისეთი ეფექტი, როგორც სხვებს. თუმცა, მედალს აქვს ორი მხარე. ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველი და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი ცხოვრობს, მნიშვნელოვანია იყოს ალტერნატივა დაბალფასიანი, თუმცა ხარისხიანი ჯენერიკების სახით.

მთავარი არის, რომ სახელმწიფო იყოს ხარისხის გარანტი, წამალი ინდოეთში იქნება წარმოებული თუ, მაგალითად, ლატვიაში, ვფიქრობ მოსახელობისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს“. 

რაც შეეხება ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩნეას, ორგანიზაციის ხელმძღვანელს მის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა ზოგადად ფაქტი მისაღებია.

„კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შესახებ არ მსმენია. ის ფაქტი, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, ჯენერიკი საუკეთესო ალტერნატივაა, ვფიქრობ სამართლიანია. იმ კატეგორიის პაციენტებისთვის, რომლებიც პირველ რიგში ექიმთან ვიზიტისას წამლის ფასით ინტერესდებიან, ალბათ კარგი შეღავათი იქნება. თუმცა, ისევ ვიმეორებ, მთავარი არის ფასთან ერთად მაღალი ხარისხი და წამლის სანდოობა“ – აღნიშნა ქეთევან ხიდაშელმა.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …