მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკი სახელწოდება შეცვლილი ეფექტური და სანდო მედიკამენტია
პატენტის ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია პრეპარატის წარმოება ეს უკვე ჯენერიკია. იგი სახელწოდება შეცვლილი ეფექტური და სანდო მედიკამენტია.

ჯენერიკი სახელწოდება შეცვლილი ეფექტური და სანდო მედიკამენტია

ჯენერიკული მედიკამენტების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზურა ფუტკარაძემ ისაუბრა.

“ჯენერიკ მედიკამენტის შემადგენლობა ორიგინალი პრეპარატის იდენტურია. წამლის შექმნისას  ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება. ფირმას, რომელიც პრეპარატის გამომგონებელია და მას უშვებს წარმოებაში, რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მედიკამენტის წარმოების უფლება სხვა ფარმაცევტულ კომპანიას არ გააჩნია.

პატენტის ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია იგივე შემადგენლობის პრეპარატის წარმოება და ამას ჰქვია უკვე ჯენერიკი. ჯენერიკი სახელწოდება შეცვლილი ეფექტური და სანდო მედიკამენტია“, – აცხადებს ფუტკარაძე. 

ფუტკარაძე მწარმებელ ქვეყანას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა მედიკამენტის ფალსიფიცირებაზე საუბრობს და ხარისხის კონტროლის გამაკაცრების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

„ჯენერიკი რომელ ქვეყანაშია შექმნილი, წარმოებული და დაფასოებული და რომელი ფარმაცევტული კომპანია უშვებს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.  ფალსიფიცირებული  შეიძლება იყოს ნებისმიერი ფარმა კომპანიის მიერ გამოშვებული მედიკამენტი და ყველა ქვეყანაში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე და ქვეყანაში მაკონტროლებელი ორგანოს არსებობაზე – მთავარია მომხმარებლამდე არ მივიდეს უხარისხო და ფალსიფიცირებული მედიკამენტი.  ჯენერიკი ცუდია, ეს გამორიცხულია“, – აცხადებს ზურა ფუტკარაძე.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …