ყველა მედიკამენტი წარმოებისას ძალიან მკაცრ კონტროლს გადის. ჯენერიკი ჩვეულებრივი მედიკამენტია, როგორც ბრენდი და მათ შორის განხვავება არ არის.
რა არის ჯენერიკი? რა თვისებებით განსხვავდება ის ბრენდული მედიკამენტისგან? საზოგადოებაში ამ მიმართულებით კითხვები კვლავინდებურად, არსებობს.
ექსპერტთა განცხადებით, მომხმარებელი დაბნეულია, ერთი ნაწილი, ზოგადად, ტერმინის განმარტების შესახებ, ინფორმაციის სიმწირეს განიცდის, ზოგიც ფიქრობს, ის უხარისხო და არაეფექტური პრეპარატია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უპირატესობას ჯენერიკ მედიკამენტებს ანიჭებენ და აცხადებენ, რომ ის ხელმისაწვდომი სამკურნალო საშულებაა, რომელიც ანალოგიური ეფექტურობითა და სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, როგორც ბრენდული პრეპარატი.
ირკვევა, რომ საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკრვეული სამუშოებია ჩასატარებელი.
ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ირინა ზარნაძე გვესაუბრება:
“ჯენერიკი ჩვეულებრივი მედიკამენტია, როგორიც ბრენდი, მათ შორის განხვავება არ არის. უბრალოდ, ჯენერიკი, ძირითადად, გათვალისწინებულია მასობროვი მოხმარებისთვის. ჰოსპიტალურ სექტორში ორიენტაცია ძირითადად, სწორედ აქეთ იხრება, რადგან მსოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯენერიკი ბრენდებთან შედარებით იაფია. ამით ხელმისაწვდომობა იზრდება. ჯენერიკებს ძირითადად, იყენებენ კლინიკები. თანამედროვე მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა.
მაგალითად, ტაივანში, როდესაც ექიმი ამბულატორიულ პაციენტს დანიშნულებას უწერს, პაციენტი ამბულატორიის კუთვნილ აფთიაქიდან იღებს სპეციალურად მისთვის დაფასოებულ ჯენერიკულ მედიკამენტს კლინიკის მარაგიდან. ეს სისტემა მოსახერხებელია, რადგან ადამიანი თვითმკურნალობით არ არის დაკავებული და იმ რაოდენობის მედიკამენტს ღებულობს, რა დანიშნულებაც გააჩნია. ჯენერიკების დანიშნულება სწორედ ეს არის. ძალიან პრაქტიკულად იყენებენ უცხოეთში კლინიკები როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ დონეზე.“
საქართველოში ჯენერიკი აფთიაქებში იყიდება. მესამე ქვეყნებში ბრენდი მედიკამენტები საკმარისად ძვირია, ხოლო ჯენერიკი იაფია და მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა დასახელების მედიკამენტს ჯენერიკი არ გააჩნია. ჯენერიკს ძირითადად მოიხმარენ ის ადამიანები, რომელთაც ფინანასური შესაძლებლობა არ გააჩნია, არჩევნს მასზე აკეთებს, თუმცა მისი ნდობის ფაქტორი არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. ყველა მედიკამენტი წარმოებისას ძალიან მკაცრ კონტროლს გადის. შესაძლებელია, მისი ფალსიფიცირება მოხდეს, თუმცა ეს იშვიათად და ამის გამოვლენის საშუალებებიც არსებობს”,- განაცხადაირინა ზარნაძემ.