მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკებთან დაკავშირებული ინიციატივა სწორად უნდა წარიმართოს, რაც შვებას მისცემს ბევრ ადამიანს
ვფიქრობ, რომ თუ ჯენერიკ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინიციატივა სწორად წარიმართება, შეღავათის მიმცემი იქნება ძალიან ბევრი ადამიანისათვის“.

ჯენერიკებთან დაკავშირებული ინიციატივა სწორად უნდა წარიმართოს, რაც შვებას მისცემს ბევრ ადამიანს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული მოთამაშე ,,ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა. კომპანია მედიკამენტების იმპორტირებას ინდოეთიდან განახორციელებს და როგორც მოსახლეობას ჰპირდებიან, მედიკამენტები არსებულთან შედარებით საცალო ქსელებში იაფად გაიყიდება.

ჯენერიკ მედიკამენტებზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ახალი მოთამაშის ბაზარზე გამოჩენასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველთა მზურნველთა კავშირის ,,მერმისის“ თავმჯდომარეს, მერი ლობჟანიძეს ვესაუბრეთ:

„როგორც ჩვეულებრივი ქვეყნის მოქალაქის მოსაზრება ასეთია: ქვეყანაში სოციალური სიდუხჭირეა და სოციალურად დაუცველებისთვის კი არა, საშუალო მოქალაქეებისთვისაც კი  საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს, ეს სამწუხარო რეალობაა.  ჩემთვის ცნობილია,  რომ სოციალურად დაუცველები, დევნილები და მოწყვლადი ჯგუფები მედიკამენტებს თითქმის ვერ ყიდულობენ.

თუ ბაზარზე ახალი და რაც მთავარია სანდო კომპანია გამოჩნდება, ამ ადამიანებისთვის ეს რა თქმა უნდა, შეღავათი იქნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ვიდრე ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმი არ დაინერგება, ჯენერიკ მედიკამანტების მიმართ ნდობა მოსახლეობას არ ექნება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნება წარმოებული.

თავად ჯანდაცვის სამინისტროზე კი არ შემიძალია არ აღვნიშნო, რომ ერთადერთი უწყებაა, რომელიც მართლაც ზრუნავს ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, კი ვფიქრობ, რომ თუ ჯენერიკ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინიციატივა სწორად წარიმართება, შეღავათის მიმცემი იქნება ძალიან ბევრი ადამიანისათვის“.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …