მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკებს ვიყენებ პრაქტიკაში და არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია
მედიკამენტები სხვადასხვა კომერციული დასახელებით გამოდის. საქართველოში წარმოებულსაც ვიყენებთ არ გვქონია შეზღუდვა, საკმაოდ ეფექტური და ხარისხიანია.

ჯენერიკებს ვიყენებ პრაქტიკაში და არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია

ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს ნეონატოლოგი და პედიატრი ნანა ჯინჭარაძე გამოეხმაურა:

“ზოგადად, მედიკამენტის ვარგისიანობა და ხარისხი ექიმზე არ არის დამოკიდებული. საქართველოში არ  ხდება მედიკამენტების ხარისხის შემოწმება. აქ არის ე.წ. აღიარებითი რეჟიმი, ანუ მათი ხარისხიანობა და „ჯიემპი“ დადგენილია უკვე იმ ქვეყანაში, სადაც ეს პრეპარატი დამზადდა. რაც შეეხება ჯენერიკებს, რა თქმა უნდა, ვიყენებ პრაქტიკაში და არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია. ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება და ასევე, მინდა გითხრათ, რომ არასოდეს მქონია პაციენტთან საუბარი, რომ ეს ჯენერიკია და არ იმუშავებს.

მაგალითად,  როცეფინი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რაოდენობა ჯენერიკებისა და რომლებიც სხვადასხვა კომერციული დასახელებით გამოდის. მათ ჩვენ ყველას ვიყენებთ. მათ შორის საქართველოში წარმოებულსაც. არ გვქონია შეზღუდვა, შემიძლია გითხრათ საკმაოდ ეფექტური და ხარისხიანია“.

რაც შეეხება მედიკამენტების მწაროებელ ქვეყანას, ექიმი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პრეპარატი, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში წარმოებული, თუ მას ხარისხის დამადასტურებელი რამდენიმე სერტიფიკატი გააჩნია ის მისაღები და დამაკმაყოფილებელია.

„შესაბამისად, ჩვენ ვაღიარებთ მათ სანდოობას და ეჭვის საფუძველი არ არსებობს. თუ მედიკამენტს აქვს ანალოგიური სერტიფიკატი და კარგი შედეგიანობით გამოირჩევა, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში იქნება წარმოებული, ინდოეთში, ჩინეთში თუ საქართველოში”, – განმარტა ნანა ჯინჭარაძემ.

itv.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …