ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით, ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.
მინისტრს დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.
თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
„ძვირდება მედიკამენტები ძვირდება მკურნალობაც. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, რადგან მედიკამენტებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მკურნალობაში. ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამისათვის მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის გამკაცრება. ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლებით უარყოფითს ვერაფერს ვხედავ. თუმცა გასათვალისწინებელია მწარმოებელი ქვეყანა, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ. ჯენერიკების ვარგისიანობას კი ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია დაადგენს,”-
განმარტავს სისხლძარღვთა და გულის დაავადების ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის უფროსი, კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე.