მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკების სპექტრის გაფართოვება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ექსპერტთა გამოსავალს სწორედ, ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაში ხედავს და მიაჩნია, რომ ჯენერიკების ღირებულება გაცილებით დაბალი იქნება.

ჯენერიკების სპექტრის გაფართოვება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

იცის თუ არა მომხმარებელმა ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ? ანალიტიკური ცენტრი “რეიტინგი კავკასია” დაინტერესდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონით და მომხმარებელთა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის ძირითადი მიზანი სწორედ ეს იყო და რამდენად იყენებდნენ ჯენერიკ პრეპარატებს და როგორი იყო ინფომირებულობის დონე საზოგადოებაში. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 83%-ს საერთოდ არ სმენიათ ტერმინი “ჯენერიკის” შესახებ. ხოლო ინფორმირებული მომხმარებლებიდან მსგავსი ტიპის მედიკამენტებს მხოლოდ 28% იძენს.

კვლევიდან ნათელია, რომ მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ერთმანეთისგან ვერ არჩევს ბრენდულ და ჯენერიკ მედიკამენტებს.  მაშინ როცა,  ქართული ბაზრის ფარამცევტულ სექტორში გაყიდვების 2/3-ზე მეტი სწორედ ჯენერიკ მედიკამენტებზე მოდის. ისინი ძირითად არჩევანს ფასისა  და პრეპარატზე გაზრდილი ცნობადობის მიხედვით აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გამართობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ სამინისტროს 3-წლიანი საქმიანობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაშიც ისაუბრა. ექსპერტთა ერთი ნაწილი, პრობლემიდან გამოსავალს სწორედ, ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოტანასა და მათი სეგმენტის გაფართოებაში ხედავს და მიაჩნია, რომ ჯენერიკების ღირებულება ბრენდულ წამლებთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება.

„ჯენერიკ მედიკამენტები, სწორედ იმიტომ არის შექმნილი სამყაროში, რომ ფარმაცევტულ ნაწილში  შემცირდეს. ჯენერიკული სპექტრის გაფართოვება ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ბევრი დასახელების მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის ოცდაათიდან ორმოც პროცენტამდე უჭირავს ადგილობრივ წარმოებას.

განვითარებულ ქვეყნებში ეს არა მხოლოდ, ჯენერიული პრეპარატები გახლავთ, არამედ ბრენდული და ორიგინალური მედიკამენტებიც. მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს კარგად წარმოდგენილი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს ძალიან კარგია,“ – აღნიშნავს „ჯიპისის“ დამფუძნებელი.

კილაძე დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას და განმარტავს:

 „ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ეს მისასალმებელია. გვაქვს შეხვედრები, ვმსჯელობთ ამ თემაზე. ხარისხის კონტროლის ლაბორატორია ფუნქციონირება დღე აუცილებელია, და სამინსიტროს გათვლებით, ეს უახლოეს ხანში იგეგმება. თუმცა ერთ ძალიან მარტივ მომენტს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხარიხსის კონტროლი შესაძლებელია გაკეთდეს არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

მსოფლიოში ფუნქციონირებს ანალოგიური ლაბორატორიები, რომელთაც შეგვიძლია მივმართოთ ხარისხის კონტროლისთვის. თუმცა ქვეყანაში რომ არსებობდეს მაღალი დონის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ცალსახად მივესალმები ამას.“ 

კილაძე ხარისხის კონტროლის დანერგვის მნშვნელობასა და დღეს არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს:

„მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მომხმარებელი იყოს დაცული.  შესაძლოა, პროცესი საკმაოდ დიდ დროსა და ფინანსურ რესურსებს ითხოვს,  მაგრამ ეს ფარმაცევტულ სფეროში აუცილებელი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, უალტერნატივო პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც ვაცხადებთ  მედიკამენტზე ხარისხზე კონტროლი  უნდა გამკაცრდეს.

საყურადღებოა, რომ  მედიკამენტის ხარისხის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს მის ქვეყნის ბაზარზე შემოსვლამდე ანუ სააფთიაქო ქსელში გასვლამდე. სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ დღეს ქართული ბაზარი სრულიად დაცულია უხარისხო მედიკამენტებისაგან. ძალიან მწირი და ცოტაა ის რაოდენობა, რასაც ფალსიფიცირება ჰქვია. იმიტომ, რომ ქართული ბაზარი მომხიბლავი არ არის. ფალსიფიკატორებსაც უნდა უღირდეთ გარკვეული რაოდენობის დამზადება.

მეორე, ძალიან დიდი დამსახურებაა ფარმაცევტული კომპანიების და მათ შორის ჩვენი კომპანიის. წლის განმავლობაში ჩვენ უშუალოდ მომწოდებლებთან ვმუშაობთ, უშუალოდ მწარმოებლებთან გვაქვს კომუნიკაცია და ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენ დაცული ვართ უხარისხო მედიკამენტებისაგან.

რისკის მომენტი გააჩინა დერეგულაციამ, რომელიც წამდენიმე წლის წინ იყო მიღებული და პარალელურ რეჟიმში იმპორტის დაშვება გახდა შესაძლებელი. ეს რისკის შემცველია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარისხის კონტროლი სათანადო დონეზე არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისევ ფარმაცევტული კომპანიების დამსახურებით, ჩვენ არასოდეს გვიძებნია კომუნიკაცია საეჭვო მომწოდებლებთან.  ჯენერიკ მედიკამენტების დანერგვა ბაზარზე არის მთელი პროცესი, ეს არ არის მხოლოდ ჯენერიკების  წარმოება, ან იმპორტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მუშაობდეს სტანდარტები, ანუ ე.წ. გაიდლაინები, მკურნალობისადმი იყოს სტანდარტული მიდგომა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მკურნალობის სტანდარტებში მედიკამენტის გამოწერა მისი ბრენდული დასახელებით არ ხდება, არამედ მისი ჯენერიული დასახელებით. ეს სტანდარტი უნდა დაინერგოს ქვეყანაში. პირველ რიგში რეცეპტში უნდა ხვდებოდეს ჯენერიული დასახელებით მედიკამენტი და იმის მიხედვით, თუ დაზღვევის რა პაკეტი გააჩნია კონკრეტულ პიროვნებას, უნდა ხდებოდეს თუნდაც ბრენდული მედიკამენტის მიწოდება უკვე აფთიაქში. ეს უნდა იყოს ძალიან გამართული პროცესი. 

ჩვენმა კომპანიამ როდესაც დაიწყო ჯენერიული პროექტის დანერგვა, მივმართეთ ისეთ ბაზრებს, სადაც მკაცრია ხარისხის კონტროლი. ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპის ბაზარი. სწორედ აქედან ვახორციელებთ მედიკამენტების იმპორტს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკეთებთ სერიოზულ კონტროლს ჰოლანდიურ ლაბორატორიაში და შემდეგ რანდომიზირებულად ზოგჯერ უკრაინასა და სომხეთშიც ვახორციელებთ კონტროლს. მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. მიდევნების სისტემა.

ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან გვაქვს მონიტორინგისა და მიდევნების სისტემა, ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტი, სადაც ჩვენ ვალდებული ვართ ვაცნობოთ თითოეული ტაბლეტის მოძრაობა ჩვენს სააფთიაქო ქსელში, ანუ რა რაოდენობით, როდის და რომელ აფთიაქში გავიდა. და არსებობს ასევე დაკვირვება, რომელსაც ახორციელებს როგორც ექიმი, ასევე ფარმაცევტი პოსტ-მოხმარების შემდგომ არსებულ მთელ დოკუმენტაციაზე. ეს სისტემები გამართულად თუ მუშაობს, მაშინ ხარისხის მიმართ კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება. „

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …