მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მათი მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის, “ - აცხადებენ მედიკოსები და სპეცალისტები.

ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

„ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის, “ – აცხადებენ მედიკოსები და სპეცალისტები. 

ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმების გატარებას, კერძოდ, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვას გეგმავს. ამასთან, ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი,განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტრომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს. 

რამდენად ეფექტურია ჯენერიკ მედიკამენტი და რომელ ქვეყნებში იწარმოება ხარისხიანი მედიკამენტები ამ საკითხზე “პირველი ნაბიჯი საქართელოს” პედიატრს ირმა გოცირიძეს საკუთარი შეხედულება აქვს:

“როგორც პედიატრს მიმაჩნია, რომ პაციენტის მშობელს სასურველია ექიმმა აუხსნას, რომ კონკრეტული სიმპტომების სამკურნალოდ არსებობს როგორც ბრენდული, ისე ჯენერიკ მედიკამენტი,განუმარტოს წამლების დადებითი მხარეები, ასევე, აცნობოს მათ ღირებულებებს შორის სხვაობა და ამის შემდეგ ერთად შეჯერდნენ, თუ რომელ წამალს დანიშნავს საბოლოოდ ექიმი”.

პედიატრს ასევე, მიაჩნია, რომ პაციენტსაც უნდა მიეცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალი თუ ოჯახის ექიმისგან სათანადო ინფორმაციას მიიღებს.

“პირადად ჯენერიკების საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი მაქვს. არც მწარმოებელი ქვყნებს ვანიჭებ განსაკუთრებულ უპირატესობას. არსებობს მაღალი ეფექტის მქონე ინდური მედიკამენტები. პირადად გამოვცადე ინდოეთში ყოფნისას ადგილობრივი მედიკამენტები, საკმაოდ ეფექტურად იმოქმედა.

მაგალითად, ინდური წარმოების ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს ვაბარებ, როდესაც ინდოეთში უხდებათ სტუმრობა”, – აღნიშნა ირმა გოცაძემ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.

ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება. ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება. ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა.

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც საავადმყოფოს პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ერთი მხრივ ახალი მოთამაშის, „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა და ახალი პრეპარატების შემოტანა მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, თუმცა ყველაზე მთავარია, რამდენად ხარისხიანი იქნება მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტები. თუ წამალი ეფექტურია, რამდენად იქნება ხელმისაწვდომი პაციენტისათვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯენერიკები საკმაოდ მრავლადაა ჩვენს ბაზარზე, თუმცა ბევრ მათგანს არ აქვს სათანადო მოქმედება. ამიტომ, თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი პრეპარატები, თუ იქნება ხარისხიანი და ამასთანავე, ხელმისაწვდომიც, ამას მიესალმებიან როგორც ექიმები, ასევე პაციენტებიც. ბუნებრივია.

თუმცა, ყველა წამალს, როგორც ყველგან, ასევე საქართველოშიც, გამოცდა სჭირდება, პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მედიკამენტის მიმართ ნდობა,“ – აღნიშნავს პედიატრი ნათია ცირდავა.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …