მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია, რადგან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს
ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია, რადგან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.

ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია, რადგან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს

ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია, რადგან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.

ამასთან, მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.

თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

„საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია ჯენერიკ მედიკამენტებით. თუმცა დღეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რათა განვასხვავოთ ხარისხიანი და უხარისხო, და ეს ყველაფერი დამყარებული უნდა იყოს კონკურენციაზე.

რომელი ფარმაცევტული კომპანია რა ფასად და რა ხარისხის სამკურნალო საშუალებას მიაწვდის მომხარებელს. ჯენერიკის დეფინიცია ზოგადად, ეს არის კვლავწარმოებული და არაპატენტირებული სამკურნალო საშუალება.

დღეს დარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების ძირითადი ბაზა მაინც ხარისხიანი ჯენერიკული საშუალებებია.

თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია, რადგან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, – აცხადებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით მაჭარაშვილი.

epn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …