ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდავის სამინიტრომ ფარმა ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა დაანონსა. ჯენერიკ მედიკამენტების უპირატესობასა და მის უვნებლობაზე, ,,კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ მენეჯერმა თორნიკე რაზმაძემ ისაუბრა.
“არაბრენდული, ანუ ჯენერიკ წამლების შედარებით დაბალ ფასად შემოტანა და გაყიდვა საცალო ქსელებში, ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, უდავოდ სასარგებლო და დროული ქმედება იქნება. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ფასი ხარისხზე არ აისახოს უარყოფითად. ადამიანი მედიკამენტის ხარჯზე, ეკონომიას ნაკლებად აკეთებს. თუ ეკონომიას გააკეთებ და საბოლოო ჯამში არც ეფექტი ექნება მას.
მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი მიმაჩნია რომ აუცილებელია. სტერეოტიპია ასეთი, დაბალი ფასი მის უხარისხობისკენ მიგვანიშნებს. ადამიანს ეჭვი უჩნდება ხარისხთან მიმართებაში. ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და რადგან ინიციატივა გაჩნდა ხელმისაწვდომ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ალბათ, ხარისხის კონტროლის მექანიზმის შემოღებაც აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია ჯენერიკებთან მიმართებაში, გაიზარდოს ინფორმაციულობის დონე საზოგადოებაში“, – განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.