ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ავერსის კლინიკის ექიმმა ბაქტერიოლოგმა ნანა მგალობლიშვილმა. მედიკოსის განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან გაუადვილებს მდგომაროებას პაციენტებს.
„ოჯახის ექიმის დახმარებით, პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი და მაღალი დონის კონსულტაცია. პაციენტი თავისი ინიციატივით ვიწრო სპეციალისტთან აღარ დადის, ის მიმართავს ოჯახის ექიმს და თუ მის კომპეტენციას სცდება პაციენტის მდგომარეობა, იმ შემთხვევაში გადაამისამართებს ვიწრო სპეციალისტთან.
ეს ყველაფერი შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანებმა გაცილებით მეტი დრო, ენერგია და ხარჯი დაზოგონ. ამიტომ რეფორმის წარმატებისთვის მთვარი წინაპირობაა ოჯახის ექიმების პერიოდული დატრენინგება. ასევე ძალიან მნიშველოვანია მათთვის ჯანდაცვის სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა’’.
ნანა მგალობლიშვილმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და განაცხადა, რომ ამ რეფორმამდე ადამიანები ისე იღუპებოდნენ, რომ ვერ ახერხებდნენ ექიმთან მისვლას.
,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ძალიან მომწონს. ბევრი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული პრგამით და საკმაოდ წარმატებულადაც. იყო დრო, როცა რეანიმაციაში გადასაყვანი პაციენტი სახლში იწვა და ელოდა სიკვდილს. ძალიან სამწუხაროა, მაგარმ რეალობა. დღესდღეობით, ქვეყანაში ამ მიმართულებით მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია, რაც დასაფასებელია.“
მედიკოსმა მედიკამენტების მაღალ ფასებზეც გამოთქვა უკმაყოფილება და ჯენერიკ მედიკამენტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
,,დღეს მედიკამენტებზე ფასები საკმაოდ მაღალია. პაციენტს შესაძლებლობა არ აქვს ექიმის დანიშნულებას ბოლომდე მიყვეს და საჭირო მედიკამენტები მიიღოს. ამ ფონზე მართლაც, მნიშვნელოვნია ქვეყანაში ჯენერიკ მედიკამენტების სპექტრის გაფართოება და მათზე საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდა.
მიმაჩნია, რომ თუ ჯენერიკი სერთიფიცირებული და შესწავლილია, მას იგივე მოქმედება უნარი გააჩნია, რაც ორიგინალს. აქ მხოლოდ ფასში იქნება განსხვავება, შედეგი აბსოლიტურად იდენტურია. თუ პაციენტისთვის ორიგინალი მედიკამენტის ფასი საკმაოდ მაღალია, მას შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ჯენერიკი’’.