მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკ მედიკამენტებით იგივე შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, როგორც ძვირადღირებული პრეპარატებით
"პაციენტის ქცევა დამოკიდებულია ექიმზე, თუ რამდენად მიზანმიმართულად მიიჩნევს მკურნალობა ჯენერიკ მედიკამენტებით გააგრძელოს"- ოჯახის ექიმი ქეთევან შალიკაშვილი.

ჯენერიკ მედიკამენტებით იგივე შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, როგორც ძვირადღირებული პრეპარატებით

ჯენერიკ მედიკამენტებით იგივე შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, როგორც  ძვირადღირებული პრეპარატებით მკურნალობისას. ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას.

ჯანდაცვის სამინისტროში  მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის ახალი სტანდარტების დამკვიდრება და  მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

“პაციენტმა არ იცის, რა არის ჯენერიკი. ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მას ოჯახის ექიმმა უნდა მისცეს. პაციენტი იმ პრეპარატს ყიდულობს, რაც რეცეპტშია მითითებული, შესაბამისად, მისი ქცევა დამოკიდებულია ექიმზე, თუ რამდენად მიზანმიმართულად მიიჩნევს მკურნალობა ჯენერიკ მედიკამენტებით გააგრძელოს,“-  აღნიშნავს ოჯახის ექიმი ქეთევან შალიკაშვილი.

როგორც თავად ამბობს, ეფექტურად იყენებს ჯენერიკ მედიკამენტებს და ენდობა. მის ეფექტურობას  ფასი და ხარისხი განსაზღვრავს:

„უპირველესად ჯენერიკ მედიკამენტი გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ბრენდული პრეპარატი. გარდა ამისა, იგივე შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, როგორც  ძვირადღირებული პრეპარატებით მკურნალობისას. საკმაოდ ხშირად ვიყენებ,  თუმცა ზოგჯერ პაციენტს  ბრენდულ მედიკამენტსაც ვუნიშნავ, გააჩნია პაციენტის ავადმყოფობის მდგომარეობას.“ 

„პაციენტებს ვუხსნით, რომ ბრენდსა და ჯენერიკს შორის განსხვავება არ არის, რომ ჯენერიკული მედიკამენტი შეიძლება  ერთი და იმავე შემადგენლობით სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებენ და შესაძლოა სხვადასხვა დასახელების იყიდებოდეს ქსელში. ზოგიერთი პაციენტი თავად ითხოვს, რომ დავუნიშნოთ ჯენერიკი მისი დაბალი ფასიდან გამომდინარე. ზოგიერთი კი პიქირით. საზოგადოების ინფორმირება ამ მიმართულებით დაბალია, შესაბამისად  დაბალია ნდობაც,“ -ამბობს ქეთევან შალიკაშვილი.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …