მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკ მედიკამენტები, რომლის წახალისებაც აუცილებელია ბრენდული პრეპარატისგან არაფრით განსხვავდება
ჯენერიკ პრეპარატები, რომლის წახალისებაც დღეს უნდა ხდებოდეს პოპულარულია უპირველესად, ფასის გამო და ხარისხითაც არ ჩამოუვარდება ბრენდს.

ჯენერიკ მედიკამენტები, რომლის წახალისებაც აუცილებელია ბრენდული პრეპარატისგან არაფრით განსხვავდება

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდავის სამინიტრომ ფარმა ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სპექტრის გაფართოვება დაანონსა. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის.

ამ საკითხთთან დაკავშირებით საქართველოს პარლამეტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიგი  წერეთელმა ისაუბრა:

“როდესაც ახალი პრეპარატი იქმნება, მას  გარკვეული საპატენტო ვადა გააჩნია, რომლის პერიოდშიც დამატებითი წარმოება და ლიცენზირება დაუშვებელია. ჯენერიკი არის პრეპარატი, როდესაც ბრენდის პატენტის ვადის გასვლის შემდეგ, სხვა კომპანია იღებს იგივე შემადგენლობის მედიკამენტის წარმოების უფლებას, მხოლოდ სხვა სახელწოდებით.

ახალი, ორიგინალური მედიკამენტის შექმნა ფარმაცევტულ კომპანიას ათეულობით მილიონი  დოლარი უჯდება, რადგან მასზე მუშაობენ მეცნიერთა ჯგუფები, ტარდება ცდები რამდენიმე ეტაპად, არის კლინიკური გამოცდები და სხვა, რაც ძალიან დიდი თანხა უჯდება კომპანიას. შესაბამისად, ბრენდული პრეპარატიც ძვირია.

ვფიქრობ, რომ ჯენერიკ პრეპარატები, რომლის წახალისებაც დღეს უნდა ხდებოდეს და აუცილებელიც არის, არაფრით განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან. ჯენერიკ მედიკამენტები  პოპულარულია უპირველესად, ფასის გამო და ხარისხითაც არ  ჩამოუვარდება ბრენდს, რადგან სუბსტანცია, ნივთიერება არის ერთი და იგივე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯენერიკები მეტად უნდა იყოს წახალისებული. დღეს მოქმედი გაიდლაინებიც არსებობს, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიები და ოჯახის ექიმები უპირატესობას  სწორედ ჯენერიკებს ანიჭებენ.“

რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებს, ხშირ შემთხვევაში სწორედ, ეს ფაქტი აბრკოლებს მომხმარებელსაც და ექიმს მიიღოს ან დანიშნოს ჯენერიკი. ექსპერტთა გათვლებით, მედიკამენტის ხარისხის მწარებელი ქვეყენა არ განსაზღვრავს.

„თანამედროვე გლობალური ეკონომიკის პირობებში ძალიან დივერსიფიცირებულია წარმოებები. ამერიკას და ძალიან ბევრ ქვეყანას ქარხნები აქვს აზიაში, ჩინეთში, სადაც სამუშაო ძალა  გაცილებით იაფია, ხოლო ტექნოლოგიები ისეთივე, როგორიც  განვითარებულ ქვეყნებში. მითუმეტეს როცა საუბარია ინდოეთზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლიოში და მაღალი სტანდარტის პროდუქციას ამზადებს.

მე არა ვარ ჩინური და ინდური პროდუქციის პოპულიზატორი, თუმცა რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარს, ვიცი, რომ ძალიან სერიოზული ხარისხის მედიკამენტები იწარმოება სერიოზული კომპანიების მიერ. ამიტომ იმის თქმა, რომ რადგან პრეპარატი იწარმოება ჩინეთში, ინდოეთში, სინგაპურში, ის არის უხარისხო, არასწორია.

დარღვევები შეიძლება დიდ ბრიტანეთშიც მოხდეს. იყო შემთხვევა, როდესაც  შეცდომა დაფიქსირდა და დიდი ოდენობით მედიკამენტებისა ამოიღეს. ეს ცალკეული შემთხვევებია, მაგრამ, როგორც წესი, დიდი კომპანიების შიდა ხარისხის კონტროლის სისტემა  ძალიან მაღალი და სანდოა,“– ამბობს გიგი წერეთელი.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …