მთავარი » კვირის ინტერვიუ » ჯენერიკ მედიკამენტები ორიგინალისგან ხარისხით არ განსხვავდება-ბელა მამულაშვილი
მედიკამენტის სანდოობას განსაზღვრავს არა სტატუსი - ის ჯენერიკია თუ ბრენდი,ხარისხით არ განსხვავდება. მნიშვნელოვანია თუ რომელი ფარამცევტული კომპანია ამზადებს.

ჯენერიკ მედიკამენტები ორიგინალისგან ხარისხით არ განსხვავდება-ბელა მამულაშვილი

ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლის საკითხს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოეთიკოსი ბელა მამულაშვილი გამოეხმაურა.

მან განმარტა რა არის ჯენერიკი, ის სანდო მედიკამენტია და მისი გამოყენება  უსაფრთხოა.

„პირადად ვიყენებ ჯენერიკ მედიკამენტებს და ხშირ შემთხვევაში, ის ორიგინალისგან ხარისხით არ განსხვავდება. მედიკამენტის სანდოობას განსაზღვრავს არა სტატუსი – ის ჯენერიკია თუ ბრენდი, არამედ თუ რომელი ფარამცევტული კომპანია ამზადებს მას, რამდენად კეთილსინდისიერად უდგება საკითხს და რამდენა აკმაყოფილებს ხარისხის საერთშორისო სტანდარტებს. ზოგადად, ჯენერიკების გამოყენება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ეს არ არის დაბალი ხარისხის მედიცინა და პროდუქტი“.

რაც შეეხება ინდური წარმოების მედიკამენტებს, პროფესორი მის სანდოობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მწარმოებელი ქვეყანა მედიკამენტის ხარისხს არ განსაზღვრავს. მაგალითისთვის მოჰყავს ინდური წარმოების პრეპარატი – ეზონიქსი, რომელიც კუჭის წყლულის და ეროზიების დროს გამოიყენება.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ნამდვილად სუფთა და მაღალი ხარისხის პრეპარატი, რომელიც ნებისმიერ ფრანგულ და სხვა წარმოების მსგავსი შემადგენლობის მედიკამენტს სჯობს“.

ბელა მამულაშვილი მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც მიანშნებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზურნველყოს:

„აუცილებელია მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება. არსებობს სპეციალური სამსახური, რომელმაც უნდა შეამოწმოს ფარმაცევტულ ბაზარზე დასაშვები და დაშვებული მედიკამენტების ხარისხი და საკუთარ მოსახლეობას კეთილსინდისიერად უნდა მოემსახუროს. შედეგად ნდობა კიდევ უფრო გამყარდება, თუნდაც, ჯენერიკების მიმართ“.

პროფესორი კიდევ ერთ არსებულ პრობლემაზე საუბრობს:

„ეს არის ვადაგასული, ან მცირე ვადა დარჩენილი მედიკამენტები. ასეთ პრეპარატებს ყიდულობენ იაფად, უცვლიან შეფუთვას, შემოაქვთ და შემდეგ ყიდიან ძვირად. ზოგადად, მსოფლიო სტანდარტთან შედარებით, საქართველოში მედიკამენტი ძალიან ძვირია, შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიები 300 და 400%-იან მოგებას ნახულობენ. კარტელურ გარიგებებს დებენ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები და ამიტომ ფასები წამლებზე ძალიან დიდია“.

1news.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …