მთავარი » დაზღვევა » ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე, მოზიდული პრემიით, „არდის“ წილი გაიზარდა, „ჯიპიაის“ და „იმედი ელის“ კი შემცირდა

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე, მოზიდული პრემიით, „არდის“ წილი გაიზარდა, „ჯიპიაის“ და „იმედი ელის“ კი შემცირდა

2022 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 295,8 მლნ. ლარი შეადგინა.

წინა წელს ეს მაჩვენებელი 243,9 მილიონი ლარი იყო. მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

ბაზრის ლიდერი 27%-ით (81,7 მილიონი ლარი) ამ სეგმენტში ჯიპიაია. მეორეა იმედი ელი 18%-ით (54.1 მილიონი ლარი). პირველ სამეულს კი „არდი“ ასრულებს 17%-იანი წილით (50.1 მილიონი ლარი). „ირაოს“ და „თიბისის“ შესაბამისად 8 % და 7% აქვთ.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზარზე „ჯიპიაის“ წილი 29% იყო (70 მილიონზე მეტი), შემცირებულია იმედი ელის წილი (შარშან იყო 21% და 52 მილიონ ლარამდე). სამაგიეროდ ჯანმრთელობის დაცვის ბაზარზე პოზიციები გაიმყარა „არდიმ“, რომელსაც შარშან ბაზრის 15%-იანი წილი და 37,6 მილიონიანი მოზიდული პრემია ჰქონდა.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის 18%-ს აქვს.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …