საქსტატი ინფორმაციას აქვეყნებს – 2015 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა.
„წინა თვესთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზრდილია 3,0%-თ, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საწვავ-საპოხ მასალაზე (5,8 პროცენტი).“- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქსტატის თანახმად, ფასები გაზრდილია, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 1,3 %-თ, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება აღინიშნა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3,9 პროცენტი).
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,18 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-6,8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-0,3 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე (2,2 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,0 პროცენტი).
2015 წლის მაისში 2014 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 3,5 პროცენტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 3,9 პროცენტით,
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,64 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა.
თუმცა, როგორც საქსტატის ინფორმაციაში ვკითხულობთ, წინა წლის მაისთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირებულია 3,2 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,38 პროცენტული პუნქტით აისახა.