მთავარი » სოციალური » ჯანმრთელი მოქალაქე თუ დასაქმებაზე რამდენჯერმე უარს იტყვის, შესაძლოა დახმარება შეუჩერდეს
პირს, რომელსაც სახელმწიფო დასაქმებას რამდენჯერმე შესთავაზებს და ამაზე უარს განაცხადებს, სოციალური დახმარება შეუჩერდება.

ჯანმრთელი მოქალაქე თუ დასაქმებაზე რამდენჯერმე უარს იტყვის, შესაძლოა დახმარება შეუჩერდეს

შრომის, ჯანმრთლეობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პროფკავშირების ინიციატივას, რომ უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდეს, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კომპლექსური საკითხია და 2012 წლიდან დღემდე ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, პირს, რომელსაც სახელმწიფო დასაქმებას რამდენჯერმე შესთავაზებს და ამაზე უარს განაცხადებს, სოციალური დახმარება შეუჩერდება. ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ პროექტს საბოლოო სახე ჯერ-ჯერობით არ აქვს.

“უმუშევრობის კომპენსაციის საკითხი არის კომპლექსური, რაზეც მსჯელობა და კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის რაღაც ჯადოსნური გასაღები. სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა გამოცდილება აქვთ, თუმცა, აქ უნდა იყოს მიღებული ისეთი მოდელი, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა იქნება.

მე რაც ამ სამინისტროს ხელმძღვანელი ვარ, ამაზე მსჯელობა სულ მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე, როგორც პროფკავშირები ფიქრობთ, არამედ მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი იქნება, როდესაც ახალგაზრდა, ფიზიკურად ჯანსაღ ჩვენ მოქალაქეს აქტიურად დავეხმარებით დასაქმებაში, მაგრამ თუ გარკვეული პერიოდის, მრავალჯერადი შეთავაზების შემდეგ არ ისურვა მოქალაქემ დასაქმება, მაშინ სოციალური დახმარება გალევადი იქნება, ეს მრავალი ქვეყნის პრაქტიკაა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ საბოლოო სახე არ გვაქვს”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …