მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებმა ომბუდსმენის რეკომენდაციები ნაწილობრივ შეასრულეს
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ცნობით, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებმა ომბუდსმენის რეკომენდაციები ნაწილობრივ შეასრულეს.

ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებმა ომბუდსმენის რეკომენდაციები ნაწილობრივ შეასრულეს

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ცნობით, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებმა ომბუდსმენის რეკომენდაციები ნაწილობრივ შეასრულეს.

როგორც ჟურნალისტებს ნანუაშვილმა განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია შრომის ინსპექციის შექმნა იყო.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, ნანუაშვილის ინფორმაციით, უწყების მიერ რამდენიმე რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა.

„ხანგრძლივი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხი შესრულებული არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული“, – დასძინა ნანუაშვილმა.

info9.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …