მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის სიტემაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ჩამონათვალი შთამბეჭდავია
ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ჩამონათვალი შთამბეჭდავია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცე ჰეპეტიტის ელიმინაციის პროგრამაა.

ჯანდაცვის სიტემაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ჩამონათვალი შთამბეჭდავია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობის 3 წლის ანგარიშის შეფასება – ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია,ნათია საბაური.

ჯანდაცვის სამინისტროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, სისტემაში მიღწეული წარმატება, თუ ჯერ კიდევ, დაუძლეველი პრობლემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების კეთილდღეობაზე. შედეგი ასევე აისახება სახელმწიფოს განვითარების დონეზე. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ადამიანის ჯანმრთელობას და მის დაცვას პრიოროტეტად მიიჩნევს, მისასალმებელია.

მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, რომელზეც სამინისტრომ საქმიანობის 3 წლიან ანგარიშში განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება. განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების  ჩამონათვალი შთამბეჭდავია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია,   ცე ჰეპეტიტის ელიმინაციის პროგრამა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგები ადასტურებს სამინისტროს აქტიურ მუშაობას და დადებით შეფასებას იმსახურებს.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დიდ როლს ასრულებს, ზოგადად სისტემის განვითარების კუთხით, რადგან თითოეული მოქალაქის უფლებაა მიიღოს ხარიხსიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. პირველადი რგოლის სათანადო მუშაობა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის კულტურა, პაციანტთა ინფორმირებულობა და მედიკოსთა კვალიფიკაცია ქმნის სისტემურ ჯაჭვს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და განტვირთოს სტაციონარი.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მედიკამენტებზე მაღალი ფასი, რაც მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში წამლის ფასი მოქალაქეს საშუალებას არ აძლევს მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის მიხედვით სრულყოფილად ჩაიტაროს, რაც გვაბრუნებს პრობლემის საწყის ეტაპზე და პირველადი რგოლის მუშაობას არაპროდუქტიულს ხდის.

სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ფარმაკოლოგიური ბაზრის რეგულირების კუთხით, რაც უპირველესად,  უნდა აისახოს კანონმდებობის დონეზე. საკანონმდებლო სისტემის არსებობამ უნდა უზრუნველყოს ფარმაცევტული ბაზრის ლიბერალიზაცია, დღეს სახელმწიფო ფაქტობრივად, ბლოკავს წამლის შემოტანას ბაზარზე, მიზეზი რა თქმა უნდა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მექანიზმების არარსებობაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი სამკურნალო საშუალებები ავტომატურად რეგისტრირდება, ეს მისაღებია,  თუმცა აუცილებელია სხვა გზების ძიება.

ფარმაკოლოგიური ბაზრის ლიბერალიზაციამ მნიშვნელოვანია, არ გამოიწვიოს ბაზარზე უხარისხსო მედიკამენტების დაშვება. გამოსავალი ქვეყანაში ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არსებობაა.  კონტროლის მექანიზმები ქმნის თავისუფალი ბაზარს, ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, რისი შედეგიც მედიკამენტების გაიაფება უნდა იყოს.  შესაძლებელი გახდება ბაზარზე დაშვებული იყოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რომელიც დააკმაყოფლებს მოთხოვნებს ხარისხის კონტროლის კუთხით, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროცედურების დაცვით.

ეს შესაძლებლობას მოგვცემს,  ბაზარი გახდეს უფრო მრავალფეროვანი და მომხმარებელს მიეცეს შანსი  საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე არჩევანი გააკეთოს ჯენერიკსა და ბრენდულ პრეპარატს შორის და ამავდროულად, დარწმუნებული იყოს მის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობაში.

მოგეხსენებათ ორიგინალი პრეპარატი დაპატენტებამდე ხარისხის კონტროლისა და ეფექტურობის გამოცდის კუთხით, დროის და ფინანსური  ხარჯის თვალსაზრისით, დიდ გზას გადის სანამ ფარმაცევტულ ბაზარზე მოხვდება, შესაბამისად, მისი ფასი მაღალია. ხოლო რაც შეეხება ჯენერიკებს თავისი არსით, ეს არის ბრენდის ასლი, რომელიც უნდა იყოს  სრულყოფილი და  ინოვაციური სამკურნალო პრეპარატის შესაძლო შემცვლელად მოიაზრება. ჯენერიკი ფარმაცევტულ ბაზარზე შემოდის, როგორც ახალი წამალი, თუმცა იგი უკვე კარგად გამოცდილი და წარმატებული პრეპარატების ანალოგია.

სახელმწიფომ ხარისხსის კვლევის ლაბორატორიითა  და კონტრლის მექანიზმების უზრუნველყოფით უნდა შეუწყოს ხელი ფარმა ბაზარზე მაღალი ხარისხსის და ორიგინალი პრეპარატების ზუსტი ანალოგის ანუ ჯენერიკის შემოტანა-დამკვიდრებას. ეს პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო დანახარჯების შემცირებასთან. დაიზოგება ის ფინანსური რესურსი, რომლის გაღებაც საჭიროა ბიუჯეტიდან სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პირველადი რგოლისა და საყოველთაო დაზღვევის სახით.

ჯანდაცვის სისტემის განვითარების, ინოვაციების დანერგვის და მაღალი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შექმნისათვის სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს განვითარებული ქვეყნების მაგალითით, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ევროკავშრთან მიახლოება.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …