ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი საქართველოში სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტულ სექტორში გრძელვადიან და ფართომასთაბიან ინვესტიციას განახორციელებს.
ქართულ სააფთიაქო ქსელში კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები უკვე გამოჩნდა ყველა სააფთიაქო ქსელში. ამასთან, ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ერთი კომპანია, „ალფამედიკ კონსორციუმი“ სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს.
მაშკევიჩის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტულ სექტორში წამოწყებულ გეგმებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაური დადებითად აფასებს.
„თუ კონკრეტული ბიზნეს ჯგუფი ან პიროვნება, ამ შემთვევაში კი მაშკევიჩი, ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას ჯანდაცვის სფეროში წაადგება, ფაქტს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ჯანდაცვის სფეროში იქნება ჩადებული გააუმჯობესებს მის ხარისხსა და გაზრდის კონკურენციას. ამიტომ ინიციატიცას, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მხარი უნდა აუბას სახელმწიფომ და საზოგადოებამ“,- განაცხადა მირიან წიკლაურმა.