გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ფასები 2.8-ით გაიზარდა. მონაცემებს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
ამასთან, აპრილში წინა თვესთან შედარებით იგივე ჯგუფში ფასები 0,4%-ით შემცირდა.
ზოგადად კი ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (46.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (28.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3 პროცენტი), თევზეული (18.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით.