ინფორმაცია მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს – ჯანდაცვის სამინისტროში ვაკანსიების კვირეული დაიწყო. ვაკანსიის კვირეულში მონაწილეობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც worknet.gov.ge -ზე რეგისტრაცია გაიარეს.
ჯანდაცვის სამინისტროში ვაკანსიების კვირეული დაიწყო. ერონულ სასწავლო ცენტრში 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი 255 პოზიციაზე 630-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს.
სასურველ კადრებს ისინი თავად შეარჩევენ.
ვაკანსიის კვირეულში მონაწილეობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც worknet.gov.ge -ზე რეგისტრაცია გაიარეს. ამ დროისთვის სულ 1600-მდე განაცხადია შევსებული. დასაქმების კვირეული თბილისის და კახეთის მასშტაბით ჩატარდება.
დასაქმების მსურველებს თელავში დამსაქმებლებთან 25 სექტემბრიდან შეეძლებათ გასაუბრება. მანამდე კი რეგისტრაცია შესაბამის საიტზე უნდა გაიარონ და სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ.
დამსაქმებელს 6 თვე აქვს სასურველი კადრის შესარჩევად.