მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა მონიტორინგის სამსახური შეიქმნება
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორგს განახორციელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა მონიტორინგის სამსახური შეიქმნება

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორგს განახორციელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, სწორედ აღნიშნული სამსახურის შეფასების შედეგად გაეზრდება ან შეუმცირდება ანაზღაურება თანამშრომელთა ნაწილს.

„ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. მასზე, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, არამც თუ არ იმოქმედებს, არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით“, – განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მიზანი მუშაობის ეფექტურობის მიხედვით ხელფასის სამართლიანი გადანაწილებაა და არა რუტინული მინუს 10%, ან მიზანმიმართული შემცირებები.

livepress.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …